![](https://sportall.ge/pictures/image5/ca5a83c967d0b27fb1d1dd917300db31.jpeg)
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ვირტუსს" ისევ ულიდერა. თორნიკემ პარკეტზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბოლონიელები ბოლო წუთებამდე ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეხვედრა ბოლო 2 წუთში წააგეს.
"ვირტუსს" 7 მოგება და 19 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა და 27-ე
გამარჯვება იზეიმა კამარ ბოლდუინის "ბასკონიამ", რომელმაც "თელ ავივის მაკაბის" უმასპინძლა და 89:82 იმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 15 წუთი გაატარა. ბოლდუინმა შეხვედრა 5 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. "ბასკონიამ" 11 მოგებითა და 15 მარცხით მე-14 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 22 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პარტიზანს ესტუმრება.
GBF