10:30 10-03-2025
შერმადინმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა - "ტენერიფემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გასვლაზე დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. მან 8-დან რვავე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6 ცდიდან შესრულებული 4 საჯარიმოც მოაყოლა და 20 ქულა მოუგროვდა. ამასთან, შერმადინის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 პასი გახლდათ. მისმა სარგებლიან ობის ინდექსმა 26 შეადგინა, რაც ისევე როგორც ქულები (20), თანაგუნდელ დევიდ კრამერის თანაბარია. საუკეთესო შედეგი კი უბერებელმა მარსელინიო ჰუერტასმა დააფიქსირა – 19 ქულა და 15 პასი.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. საწყისი პერიოდი ფრედ დასრულდა, მომდევნო 1 ქულით მოიგო "ბარსამ", მესამეში კი "ტენერიფემ" ამდენივეთი იმარჯვა და ბოლო ათწუთეულის წინ ისევ ფრე იყო. გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შეხვედრა 95:92 მოიგეს.
ამ გამარჯვებამ ტენერიფეს საშუალება მისცა მეორე ადგილზე "უნიკახასთან" ერთად დარჩენილიყო. 22 მატჩში ორივე გუნდს 17-17 გამარჯვება აქვთ. 1 მოგების წინ და პირველ ადგილზეა მადრიდის "რეალი". შემდეგ ტურში, 15 მარტს, "ტენერიფე" სტუმრად "ბილბაოს" ეთამაშება.
GBF
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რომელი ლიდერი ბარსელონა ნახეთ?! ცხრილში მაინც ჩაიხედეთ სირცხვილია
1
0
ჩვენი უბერებელი თავდადებული საყვარელი შერმადინი! სულ წარმატებებს გისურვებ! განსაკუთრებით ევროზე! გაიხარე და გაგვახარე!
8
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


სიახლეები
პოპულარული

