NBA-ში მარიხუანას არ დაუშვებენ

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი ადამ სილვერი კონსერვატული შეხედულებების მიმდევარია. მან განაცხადა, რომ არ მისცემს NBA-ის კალათბურთელებს მარიხუანას გამოყენების უფლებას.

"დღეს მე ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებების აუცილებლობას. მხედველობაში მაქვს ის, რომ მარიხუანას მიღება კანონიერია ზოგიერთ შტატში. მაგრამ, როგორც იცით, ჩვენი მოთამაშეები მუდმივად მოგზაურობენ და სწორედ აქ შეიძლება იყოს დაგებული ხაფანგი. თუ კალათბურთელები იმოგზაურებენ მარიხუანასთან ერთად, ცხადია, მათ პრობლემები ელოდებათ", - ამბობს სილვერი NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მარიხუანა ლეგალურია რამდენიმე შტატში, სადაც NBA-ის გუნდები გამოდიან. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა შტატში სპეციალიზებულ დაწესებულებებში
შეიძლება მარიხუანას შეძენა სამკურნალო მიზნით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული