11:43 30-11-2017
ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება ოვერტაიმში "ლეიკერსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ოკლენდელებს, წინა მატჩისგან განსხვავებით, ლიდერები - სტეფ კარი და კევინ დურანტი დაუბრუნდნენ.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა; 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
აღსანიშნავია ფაჩულიას 100-პროცენტიანი სიზუსტე: ზაზამ 5-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
სტეფ კარიმ მატჩი 27 ქულით დაასრულა, დურანტმა - 29-ით, ხოლო დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი. კლეი ტომსპონმა კი 20 ქულა ჩააგდო.
ეს გახლდათ "გოლდენ სტეიტის" მე-16 გამარჯვება 22-ე მატჩში. ამ მაჩვენებლით "უორიორსი" დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
"გოლდენ სტეიტი" მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, ორლანდოში, "მეჯიქის" წინააღდეგ ჩვენი დროით 04:00-ზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დალასი-ბრუკლინი 104:109
სან ანტონიო-მემფისი 104:95
ჰიუსტონი-ინდიანა 118:97
ნიუ ორლეანი-მინესოტა 102:120
ნიუ იორკი-მაიამი 115:86
ტორონტო-შარლოტი 126:113
დეტროიტი-ფინიქსი 131:107
ორლანდო-ოკლაჰომა 121:108
ფილადელფია-ვაშინგტონი 118:113
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
იოსკა კოკოითო მიუპიპინე ეხლა შენს რუსს პატრონებს, ქულებზე ოსურ შარს ვერ მოსდებ დღეს და პატრიოტიზმზე ბაზარი უკვე მოგიძველდა, შენ და საქართველოს გულშემატკივრობა?! ვახახახაააა კუტუზოვო