ოფიციალურად: იგორ კოკოშკოვი "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა და NBA-ს ისტორია გადაწერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი NBA-ს ბინადარი კლუბის, "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა.

"ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბატონი კოკოშკოვი არიზონაში დავაბრუნეთ.

მას ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ძალიან წაგვადგება", - აღნიშნა "სანსის" გენერალურმა მენეჯერმა რაიან მაკდონუჰმა.

კოკოშკოვი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა და NBA-ს გუნდი ჩაიბარა.

სერბი სპეციალისტი "ფინიქსში" მწვრთნელის ასისტენტად 2008-13 წლებში უკვე მუშაობდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კი 2000 წლიდან მოღვაწეობს.

კოკოშკოვმა 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო. ის 2008-15 წლებში საქართველოს
ნაკრებსაც ავარჯიშებდა, რომელიც ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ელექტრონული სივრცის შიბლატროლის მისმა ექვმა გამოგონილმა ელექტრონულმა შიბლაკლონმა ჩუჩუნდრიკებმა არ დააყოვნეს და წაუშიბლ-აელექტრონულ-დატროლეს უკვე აქ.
რა ამბავია ექვსი კომენტი ელექტრონული სივრცის შიბლაავადმყოფო ტროლო, ერთში ვერ გამოხატავდი შენს შიბლა-ელექტრონულ-აზრებს? ))))
კოკოშკოვს კი ვულოცავ
03 მაისი 2018 14:53
17
დაანებე საფირფარეშოში ეროტიკულ ჟურნალებთან ერთად სიარულს თავი, ეგეთი მცირეწლოვანიც არ უნდა იყო, გადი ქუჩაში, კაფეში ვინმე გოგო დაპატიჟე
llcl
03 მაისი 2018 17:49
0
tusha ვინღაა ჩუჩუნდრიკა ტროლო?
ჩუჩუნდრიკას
03 მაისი 2018 17:35
3
ყველა გამოხმაურება
წარმატებები იგორს, და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
გუგა
03 მაისი 2018 13:20
0
ძალიან მაგარი მწვრთნელია და მართლაც გაუმართლა ქართულ კალათბურთს კოკოშკოვი რომ ჩვენთან მოხვდა. უდიდესი წვლილი აქვს მას ქართული კალათბურთის წარმატებაში. ჩემი აზრით 2-3 წელიწადში ფინიქსს საპლეიოფო გუნდად ჩამოაყალიბებს.
dadu
03 მაისი 2018 12:31
0
დიდი მადლობა იმდროინდელ ფედერაციის პრეზიდენტს ბესო ლიპარტელიანს რომ ასეტი მწვრტნელი ცამოიყვანა
შოთა გუგეშაშვილი
03 მაისი 2018 12:27
0
წარმატებები ბატონო იგორ, მადლობას გიხდით ქართველი გულშემატკივრების სახელით იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ნაკრებისთვის.
....
03 მაისი 2018 12:13
0
ქართული კალათბურთის გულშემატკივარს, მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრსაც ყოველთვის გაეხარდება იგორის წარმატებები და მისი გულშემატკივარი იქნება, თუ რატომ, ამას მგონი ახსნა არ სჭირდება
llcl
03 მაისი 2018 11:11
0
ძალიან გაგვიმართლა, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ნამდვილად ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და კარიერაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ!
გულშემატკივარი
03 მაისი 2018 10:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული