ოფიციალურად: იგორ კოკოშკოვი "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა და NBA-ს ისტორია გადაწერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი NBA-ს ბინადარი კლუბის, "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა.

"ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბატონი კოკოშკოვი არიზონაში დავაბრუნეთ.

მას ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ძალიან წაგვადგება", - აღნიშნა "სანსის" გენერალურმა მენეჯერმა რაიან მაკდონუჰმა.

კოკოშკოვი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა და NBA-ს გუნდი ჩაიბარა.

სერბი სპეციალისტი "ფინიქსში" მწვრთნელის ასისტენტად 2008-13 წლებში უკვე მუშაობდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კი 2000 წლიდან მოღვაწეობს.

კოკოშკოვმა 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო. ის 2008-15 წლებში საქართველოს
ნაკრებსაც ავარჯიშებდა, რომელიც ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ელექტრონული სივრცის შიბლატროლის მისმა ექვმა გამოგონილმა ელექტრონულმა შიბლაკლონმა ჩუჩუნდრიკებმა არ დააყოვნეს და წაუშიბლ-აელექტრონულ-დატროლეს უკვე აქ.
რა ამბავია ექვსი კომენტი ელექტრონული სივრცის შიბლაავადმყოფო ტროლო, ერთში ვერ გამოხატავდი შენს შიბლა-ელექტრონულ-აზრებს? ))))
კოკოშკოვს კი ვულოცავ
14:53 03-05-2018
17
წარმატებები იგორს, და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
გუგა
13:20 03-05-2018
0

სიახლეები პოპულარული