ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს!

AutoSharing Option
ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი "ლეიკერსის" კალათბურთელი გახდება.

Klutch Sports Group-ის ოფიციალური განცხადებით, ლებრონი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში 154 მლნ დოლარს მიიღებს.

ჯეიმსი NBA-ს სამგზის ჩემპიონია. მან ეს ტიტული "მაიამისა" და "კლივლენდში" მოიგო.

ESPN News-ის ჟურნალისტმა ბრაიან უინდჰორსტმა განაცხადა, რომ ჯეიმსმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, ხოლო "ფილადელფიის" წარმომადგენლებთან შეხვედრა მხოლოდ ზრდილობის ჟესტი იყო.

გარდა ამისა, "ლეიკერსის" კალათბურთელი გახდება ჯაველ მაკგი, რომელმაც NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ "გოლდენ სტეიტის" რიგებში მოიგო.

altლებრონ ჯეიმსი: შვილთან ერთად თამაში NBA-ში ჩემი

ყველაზე დიდი მიღწევა იქნება