ჯამალ მარის მაგარი მატჩი და "დენვერის" მეორე გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 108:103 გაიმარჯვა.

"დენვერის" მხრიდან საუკეთესო ჯამალ მარი გახდა, კანადელმა გამთამაშებელმა 37 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ნიკოლა იოკიჩმა კი 23 ქულით, 17 მოხსნითა და 12 ასისტით სერიის მეორე შეხვედრაშიც სამმაგი დუბლი შეასრულა.

"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ნაგეთსი" სერიაში 2:0 იმარჯვებს, სერია კი ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს. გუნდებს შორის მორიგი მატჩი 21
მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

altნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნბა აწყობილი ჩემპიონატია სადაც თავმოყრილია სუპერმოთამაშეები და არ ჭირდება გაპიარება.ქართულ კალათბურთს მიხედეთ ჭაობში რომ არის ჩაძირული.სანიკიძე ბუტაფორია ყოფილა და ცქიტიშვილი რომ იძახის პერსპექტიულ ბავშვებს ავარჩევთო და ასე შემდეგ სად არიან აბა პერსპექტიული ბავშვები.ჭაობში არიან.მსაჯობა აბსოლიტური ნული აზრზე არ არიან და ტურნირების ჩატარების განრიგები მთლად ჰაერში არიან.კატასტროფაა სუფთა
აბდულაი
18:27 19-05-2023
4

სიახლეები პოპულარული