როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ინტერ მაიამიში" ლიონელ მესის ზღაპრული დებიუტი შედგა. ის რაც მან გააკეთა, მართლაც, რომ მხოლოდ ისეთ გენიოსებს შეუძლიათ, როგორიც არგენტინელია.

მოგეხსენებათ, 36 წლის ვარსკვლავი ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკების ლიგის მატჩში "კრუზ ასულთან" მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის კომპენსირებულ მე-4 წუთზე ზღაპრული სილამაზის გოლი შეაგდო, რითაც თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

რა თქმა უნდა, აშშ-ში მესის დებიუტმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სტადიონი ბოლომდე გავისო და 20 512 ადამიანი შეიკრიბა. ტრიბუნებზე სპორტის ისეთ ლეგენდებს დაინახავდით, როგორებიც სერენა უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი არიან, "ინტერ მაიამის" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი
კი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ლეოს დებიუტის სანახავად მივიდა კიმ კარდაშიანიც.

ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, თუ როგორ უღებენ ვიდეოს სერენა და ლებრონი მესის, მას შემდეგ რაც ის მოედანზე გამოჩნდა. 

Sportall.Ge

მესის გოლის შემდეგ კი სერენა უილიამსისა და და დევიდ ბექჰემის ემოციების კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ. მატჩზე იმყოფებოდა კრიშტიანო რონალდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანი ბლოგერი iShowSpeed, რომელმაც არგენტინელის გოლამდე თქვა, რომ თუ ის ამ ჯარიმას გაიტანდა, ლეოს ფანი ხდებოდა. მესიმ თავისი საქმე შეასრულა iShowSpeed-მა კი რონალდოს ფორმა გაიხადა და მის ქვემოთ ჩაცმული ლეოს მაისური დაიტოვა.

altმესის ზღაპრული დებიუტი "ინტერ მაიამიში" - შეცვლაზე შევიდა და ულამაზესი გოლით დამატებულ წუთებზე თავის გუნდს მოაგებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
აუ ეს რა უქნია. გოლი გაუტანია თურმე
კობა
08:55 23-07-2023
14
პენდუს ფანები ამაზეც დაწერენ, ფიფას ჩაწყობილი იყოო :)))))))))))
:D :D
22:45 22-07-2023
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული