ზაზა ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი და "დეტროიტის" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს , 20 იანვარს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "საკრამენტოსთან" 101:103 წააგო. ქართველმა ცენტრმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

როგორც იცით "დეტროიტის" ძირითადის ცენტრ ანდრე დრამონდს ტრავმა აქვს, ამის ფონზე კი ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 35 წუთი გაატარა. ზაზამ 12 მოხსნა, 7 ქულა. 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ ამავდროულად 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალურით დატოვა პარკეტი.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, მის ანგარიშზე 38 ქულა, 3 პასი და
6 მოხსნა იყო. ყველაზე მეტი გადაცემა ფოქს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზე 10 პასი, 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. მოხსნებში კი ზაზა ფაჩულიას შედეგი საუკეთესო იყო.

"დეტროიტი" აღმოსავლეთ დივიზიონში მეცხრე პოზიციას იკავებს და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ჭირდება. მომდევნო დაპირისპირებას დეტროიტი "ვაშინგტონ უიზარდსთან" 21 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

altზაზა ფაჩულიას 9 მოხსნა და "დეტროიტის" ზედიზედ მეორე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული