2 თებერვალს მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა", რომელმაც სახლში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 101:111 დათმო.
მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 18-ქულიანი სხვაობით (40:22) მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები ჯამში 27 ქულით წააგო და საბოლოო გამარჯვებაც ხელიდან გაუშვა.
"პისტონსის" ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 24:49 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 5 ქულას, 1 პასს და 8 მოხსნას მოუყარა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სტუმართა კალათბურთელი ლუ ვილიამსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 39 ქულა, 9 პასი და 3 მოხსნა მოუტანა.
ბლეიკ გრიფინმა ყოფილ გუნდთან ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 24 ქულა, 6 პასი და 11 მოხსნა მიითვალა.
"დეტროიტს" 22 მოგება და 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.
ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "დენვერს" შეხვდება.

"დეტროიტმა", როგორც იქნა, მოიგო - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]