NBA. პლეი-ოფი: მსგავსი რამ NBA-ში 66 წლის მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" სერიის მესამე მატჩში სტუმრად "ბოსტონ სელტიქსი" ანგარიშით 123:116 დაამარცხა და 2:1 დაწინაურდა.

სტუმრებს ულიდერა ვინ თუ არა ბერძენმა იანის ანტეტოკოუნმპომ, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა, 8 პასი, 3 ბლოკი და 2 ჩაჭრა მიამატა, ხოლო ბურთი ხუთჯერ დაკარგა.

ჯორჯ ჰილმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო კრის მიდლტონმა 20 ქულის მოგროვება შეძლო.

"ბოსტონიდან" კაირი ირვინგი 29 ქულით გამოირჩა, ჯეისონ ტატუმმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

ბოსტონი - მილუოკი 116:123

დაძაბული მატჩი გაიმართა პორტლენდში, სადაც "ბლეიზერსმა" "დენვერს" ოვერტაიმში ანგარიშით 140:137 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა. ოვერტაიმში კი მასპინძლებმა 3 ქულით მეტი მოაგროვეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "პორტლენდი" სერიაში 2:1 დაწინაურდა.

სი ჯი მაკკოლუმმა "პორტლენდს" 41 ქულა შესძინა, დემიენ ლილარდმა კი 28 ქულა მიითვალა.

"დენვერიდან" ლეგიონერები გამოირჩნენ - კანადელმა ჯამალ მიურეიმ 34 ქულას მოუყარა თავი, ხოლო  სერბმა ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა, მან 33 ქულა, 18 მოხსნა და 14 პასი ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ იოკიჩმა პარკეტზე 65 წუთი გაატარა. მსგავსი რამე NBA-ს პლეი-ოფში 1953 წლის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ "სირაკიუზის" და "ბოსტონის" მატჩში რედ როჩმა და პოლ სეიმურმა პარკეტზე 67 წუთი გაატარეს.

პორტლენდი - დენვერი 140:137
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული