NBA-ს ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა: რა უნდა ნაკრებში, იქ თამაში ჯიბეებს მაინც არ შეუვსებს

AutoSharing Option
"საკრამენტოს" 21 წლის კალათბურთელ დეაარონ ფოქსის მამამ მოკლე კომენტარი გააკეთა მისი შვილის აშშ-ის ნაკრებში თამაშის საკითხზე და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"რა მნიშვნელობა აქვს, ოდესმე ითამაშებს თუ არა აშშ-ის ნაკრებში? მისი მთავარი დანიშნულება "საკრამენტოში" თამაშია. რა უნდა იქ, ნაკრებში თამაში ჯიბეებს არ შეუვსებს."

დეაარონ ფოქსი ამერიკულ მედიაში გააკრიტიკეს, რადგან ახალგაზრდა კალათბურთელმა აშშ-ის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს ჩინეთში არ გაჰყვა.

21 წლის ფოქსისთვის NBA-ს წლევანდელი სეზონი კარიერაში მესამე იქნება. შარშანდელი შედეგების მიხედვით, NBA-ს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გამოკითხვაში მხოლოდ ლონზო
ბოლს ჩამორჩა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მხოლოდ ის მაინტერესებს, იმ 17 დისლაიკიდან რამდენი აკრიტიკებდა ბასილაშვილს დევისის თასზე თამაშზე უარის გამო. თორემ დანათესავებას არ გვთხოვენ კი არა, სულ ფეხზე რომ ვკიდივართ, მშვენივრად ვიცი. რეაქცია მაინტერესებდა, ნამეტნავად
Alexandre
17 სექტემბერი 2019 20:22
4
ამიტომაც არ მინდა მაგათთან დაახლოება და დამსგავსება. მენტალიტეტი არაფერ შუაშია. სამშობლოს და პატრიოტიზმს ფულზე არ გაყიდიან, მხოლოდ... დიდ ფულზე.
Alexandre
17 სექტემბერი 2019 15:58
31
ისინი ხომ გთხოვენ დაგვინათესავდიო :))))) რა პატრიოტობაც აქვთ ისიც საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის აშენებისთვის 200 წელიწადში
Morris
17 სექტემბერი 2019 16:49
3

სიახლეები პოპულარული