კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელ დრეიმონდ გრინთან საჯარო კამათმა 2018/19 წლების სეზონის მატჩში, მის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა "უორიორსი", ზეგავლენა მოახდინა.

"კლიპერსთან" მარცხის შემდეგ გრინმა დურანტს პრეტენზიები წაუყენა. კამათი გასახდელშიც გაგრძელდა.

"დიახ, ამ მომენტმა, რა თქმა უნდა, ცოტა იმოქმედა. როცა თანაგუნდელი ასე გელაპარაკება, არ შეგიძლია ამაზე არ იფიქრო. ამიტომ - კი, არ მოვიტყუები.

დრეიმონდმა იცოდა, რომ ხაზი გადაკვეთა. როგორც ორი მამაკაცი, ამ მომენტს განვიხილავდით და ყველა გარშემო ცდილობდა შევერიგებინეთ, რადგან სეზონი გრძელდებოდა და მოგება გვსურდა. თუმცა მას
თავისი მიდგომა ჰქონდა, როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ სიტუაციას, მე - ჩემი. საბოლოოდ ერთმანეთს გავუგეთ", - განაცხადა USA Today-სთან დურანტმა.

თავის მხრივ, ამ ამბავთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე თავად დრემოინდ გრინმაც ისაუბრა და აღიარა, რომ დურანტთან მიმართებაში არასწორი იყო.

"უბრალოდ უნდა მეღიარებინა ის ფაქტი, რომ არასწორი ვიყავი და როგორც კი მოვახერხე ჩემი სიჯიუტის დაძლევა და აღიარება, რომ არასწორი ვიყავი, წინსვლა შევძელი.

დურანტის ნდობა დავკარგე. როგორ მოვიპოვო ის თავიდან?  იმისთვის არა, რომ მოვიგოთ ჩემპიონატი ან რამდენიმე მატჩი, არამედ იმისთვის, რომ ეს ბიჭი მართლა მიყვარს, როგორც ჩემი ძმა.

ამიტომ ის გაურკვევლობა უფრო მეტად მაღელვებდა, რა დაემართებოდა ჩვენს ურთიერთობას.

ბობ მაიერსმა და სტივ კერმა თქვეს, რომ დურანტისთვის ბოდიში უნდა მომეხადა, სანამ გამაძევებდნენ. მე ვთქვი: "არა, ბოდიშს არ მოვიხდი, რადგან ყველა მეუბნებით, რომ ბოდიში მოვიხადო". და ეს არ გამიკეთებია. მას ბოდიში არ მოვუხადე, სანამ საკუთარი თავი არ დავძლიე. მატჩების გამო არა, არამედ, რადგან ჩემი ძმის სახეზე ვხედავდი, რომ მას სტკიოდა. როგორ გამოვასწორო ეს? ეს მაღელვებდა ყველაზე მეტად", - ციტირებს გრინს ESPN.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გრინს რო უყურებ მოადანი კიარა უფრო ზოპარკი მოუხდებოდა და ერთი ცალი ბანანი, ბოდიშის მოხდა არა წამალი ჯერ ხალხს გულს ტკენ და მერე გამოხვიდე და იძახო არ ვარ მართალიო, ამ ეპიზოდში კიარა სხვა ეპიზოდებშიც ცდება სპორსმენის დონეს.. ბოდიში კიმოიხადა მაგრამ დურანტის გადწყვეტილებაზე მაინც იქონია თავისი წვლილი.. იყოს ეხლა მარტო მოედანზე თავის ბოდიშთან ერთად.. ამ სეზონზე პლეიოფს ზონის სიახლოვესაც ვერ ეღირსებიან..
reali
11:10 05-11-2019
0
დეიმონდ გრინის, როგორც კალათბურთელის, როგორც ვაჟკაცის მიმართ სულ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი. ახლა ამ საჯაროდ აღიარების შემდეგ ჩემს თვალში ღმერთკაცად იქცა! ბრავო! ეს კაცი არის თუა ქართველი მართლმადიდებელი! დაგლოცოს ღმერთმა!
aburjga
14:25 01-11-2019
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული