"დალასმა" "გოლდენ სტეიტი" მიწასთან გაასწორა, დონჩიჩმა ლებრონს აჯობა და NBA-ს რეკორდი დაამყარა! [VIDEO]

AutoSharing Option
21 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"დალას მავერიქსმა" შინ "გოლდენ სტეიტი" 142:92 გაანადგურა.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო "დალასის" ლიდერი ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 35 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი.

ამით დონჩიჩმა NBA-ს რეკორდი დაამყარა. მან სამმაგი დუბლის გაფორმება 26 წუთში შეძლო! აქამდე რეკორდი ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა, რომელსაც სამმაგი დუბლისთვის 28 წუთი დასჭირდა.


ხოლო კრისტაპ პორზინგისმა 14 ქულას 10 მოხსნა დაუმატა. ტიმ ჰარდეუეიმ
20 ქულა მიითვალა.

"უორიორსიდან" ერიკ პასკალი 22 ქულით გამოირჩა.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა ლოს-ანჯელესში, სადაც "კლიპერსმა" "ბოსტონ სელტიქსი" ოვერტაიმში ანგარიშით 107:104 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო 97:97 დასრულდა, ოვერტაიმში კი მასპინძლები 5 ქულით გაიქცნენ და მას შემდეგ უპირატესობა არ დაუთმიათ.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჯეისონ ტატუმმა ჩააგდო. მარკუს სმარტმა 15 ქულა მიითვალა, ხოლო კემბა უოკერმა მხოლოდ 13 ქულა მოაგროვა.

"კლიპერსიდან" ყველაზე მეტი, 27 ქულა ლოუ უილიამსმა ჩააგდო, პოლ ჯორმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო კავაი ლეონარდმა 17 ქულა ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ "სპურსმა" მორიგი მარცხით 23 წლის წინ დაფიქსირებული უარყოფითი დააფიქსირა. "სან ანტონიომ" ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა. ასეთი რამ "სპურსს" 1996/97 წლების სეზონში დაემართა.

გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა "დენვერსა" და "ჰიუსტონს" შორის მატჩში, სადაც კლინტ კაპელამ 21 მოხსნა მიითვალა. გამომდინარე აქედან, ის უკვე ზედიზედ 5 მატჩში მინიმუმ 20 მოხსნას აგროვებს.

ბოლო კალათბურთელი ლიგაში, რომელიც მსგავს მაჩვენებელს აფიქსირებდა, 2003 წელს "დეტროიტის" ცენტრი ბენ უოლესი იყო.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფილადელფია-ნიუ იორკი 109:104
ვაშინგტონი-სან ანტონიო 138:132
ბრუკლინი-შარლოტი 101:91
მაიამი-კლივლენდი 124:100
ტორონტო-ორლანდო 113:97
ჩიკაგო-დეტროიტი 109:89
მინესოტა-იუტა 95:103
დენვერი-ჰიუსტონი 105:95
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლუკას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ.... დონჩიჩი ლებრონს მაშინ აჯობებს, როცა რეგულარულ გათამაშებაში 33 ათასზე მეტს, ხოლო ფლეიოფში 7 ათასზე მეტ ქულას ჩააგდებს,როცა 9 ათასჯერ მოხსნის ფარიდან ბურთს და 9 ათას პასს გააკეთებს, როცა 2 ათასზე მეტჯერ ჩაჭრის მეტოქის პასს და 2 ათასზე მეტჯერ დაბლოკავს მეტოქეს, როცა 17 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 115 თამაშს გამოტოვებს (სეზონში საშუალოდ 6,7) როცა ასოციაციის ყველა გუნდს სამმაგ დუბლს შეუსრულებს და როცა სხვადასხვა გუნდით ათი წლის განმავლობაში ზედიზედ გავა ფლეიოფის ფინალში. ძნელია, ხომ? ძნელი კი არა შეუძლებელია.
"ობიექტური შემფასებელი"
21 ნოემბერი 2019 17:47
3
ნუ გაუტრაკეთ ეხლა, ჯორდანს და ლებრონას შეიძლება ვერასოდეს აჯობოს მაგრამ მაგათ მერე საუკეთესო კალათბურთელი გახდება ისტორიაში მესივით არის
Brooklyn
21 ნოემბერი 2019 18:25
0
მაგარია დონჩიჩ მაგრამმ... ,,, ლებრონამდე ჯერ დიდი გზა აქ გასავლელი ...უბრალოდ ამ ეპიზოდში გაუმართლა თან ვისთან გოლდენ სტეიტი კოლეჯის კალათბურთელებთ თამაშობს ასეთი დაბალი დონის გუნდი ლიგაში არა დღეს დღეისობით.....
reali
21 ნოემბერი 2019 16:46
1
ზაზა !
100%
21 ნოემბერი 2019 14:36
2
მაგარია დონ ჩიჩოო
მეგონა კალათბურთს მხოლოდ შავები თამაშობდნენ
გოოგს
21 ნოემბერი 2019 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული