მამუკელაშვილის მომავალი გადაწყდა - სანდრო მომდევნო სეზონსაც NBA-ში გაატარებს

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსმა" სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა და ქართველი ახალ ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ტეხასელები" სანდროს 1-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 2.2 მილიონ დოლარს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსს" 2023 წელს შეუერთდა, სანდრო გასულ სეზონში მოედანზე 9.8 წუთს ატარებდა, რა დროშიც 4.1 ქულას, 3.2 მოხსნას და 1.1 შედეგიან პასს აგროვებდა.

altმამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდი - "სპურსმა" "მემფისი" დაამარცხა

[VIDEO]

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებთ,სანდრო!
alexandre
10:21 17-07-2024
0
რაღაც უცნაურობები აკეთა სან ანტონიომ მოსამზადებელ სეზონზე. Მამუ-ზეც ვერ ჩამოყალიბდნენ. Პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებენ, მეტის რესურსი ჯერ არ ჩანს.
Ვისტი
09:18 17-07-2024
0

სიახლეები პოპულარული