NBA. რეგულარული: ლეგენდარული ვინს კარტერი და ორი სამმაგი დუბლი "მაიამისგან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

საკმაოდ დაძაბული მატჩი გაიმართა "მაიამისა" და "ატლანტას" შორის, რომელიც საბოლოოდ მასპინძლების გამარჯვებით, 135:121 დასრულდა.

შეხვედრის ძირითადი დრო 117:117 მორჩა და ოვერტაიმში "მაიამი" ბევრად ძლიერი აღმოჩნდა.

კენდრიკ ნუნმა (36), დანკან რობინსონმა (34) და ბემ ადებაიომ (30) ჯამში 100 ქულა ჩააგდეს. აღსანიშნავია, რომ ადებაიომ სამმაგი დუბლი შეასრულა და 30 ქულას 11 მოხსნა და 11 პასი მიამატა.

"მაიამიში" ასევე კიდევ ერთი სამმაგი დუბლით ჯიმი ბატლერი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა, 18 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა.

ხოლო დანკან რობინსონმა სამქულიანების სიზუსტით კლუბის რეკორდი დაამყარა. მან 13-დან 10 სამქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება "ატლანტას", დეანდე ჰანტერმა 28 ქულა მიითვალა, ხოლო ტრეი იანგმა - 21.

"ატლანტაში" ერთი გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა: "მაიამისთან" შეხვედრაში პარკეტზე 42 წლის ვინს კარტერი შევიდა. კარტერის კარიერაში ამით 1500 მატჩი დაფიქსირდა.

NBA-ს ისტორიაში 1500 და მეტი მატჩი, კარტერის გარდა, ოთხმა კალათბურთელმა ჩაატარა:

  • ჯონ სტოკტონი 1504
  • დირკ ნოვიცკი 1522
  • კარიმ აბდულ-ჯაბარი 1560
  • რობერტ პერიში 1611

კარტერმა "მაიამისთან" 12 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა მიითვალა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-ვაშინგტონი 114:107
ფილადელფია-დენვერი 97:92
პორტლენდი-ნიუ იორკი 115:87
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული