New York Post: NBA-ში პლეი-ოფის სისტემის შეცვლას განიხილავენ

AutoSharing Option
New York Post-ის ინფორმაციით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა 2019/20 წლების სეზონის პლეი-ოფის სისტემის შეცვლას გეგმავს.

გამოცემის მიხედვით, შესაძლოა, პლეი-ოფის სერია 3 გამარჯვებამდე გაგრძელდეს. ეს კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების ერთ-ერთი ვარიანტია.

ამას გარდა, კლუბების ხელმძღვანელები სეზონის დასრულებას მოითხოვენ და პლეი-ოფის სრულყოფილი წესით ჩატარებას, თუნდაც მაყურებელთა გარეშე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კლუბები პლეი-ოფის 1-მატჩიან დუელზეც არიან თანახმა.

NBA-ს რეგულარული სეზონი მას შემდეგ შეწყდა, რაც "იუტა ჯაზის" ფრანგ ცენტრ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით დაინფიცირდა "ბრუკლინის" ფორვარდი კევინ დურანტიც. გუნდები სეზონის გაგრძელებას ზაფხულში ვარაუდობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული