შაკილ ო'ნილი: ეს სეზონი უნდა გაუქმდეს, გამარჯვებული პატივისცემას ვერ დაიმსახურებს

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო'ნილი მიიჩნევს, რომ 2019/20 წლების სეზონი გასაუქმებელია, რამდენადაც გამარჯვებული შესაბამის პატივისცემას ვერ დაიმსახურებს.

"მე ვთვლი, რომ ეს სეზონი უნდა გაუქმდეს. ყველა უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სახლს, გამოჯანმრთელდნენ, მოემზადონ და ახალი სეზონისთვის დაბრუნდნენ.

რომელმა გუნდმაც უნდა მოიგოს, ეჭვისა და ზედმეტი საუბრის მიზეზი სულ იარსებებს. ჩემპიონი ვერ მიიღებს შესაბამის პატივისცემას.

რა მოხდება, თუ გუნდი, რომელიც ჩემპიონობის პრეტენდენტი არაა, მოლოდნელად ახალი ფორმატის პლეი-ოფში მოიგებს? არავის ექნება დაფასებითი მიდგომა. ასე რომ, გააუქმეთ სეზონი. იფიქრეთ ხალხის უსაფრთხოებაზე. დაბრუნდით შემდეგ სეზონში." - ციტირებს ო'ნილს
USA Today.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული