ვიცოდით და ამდენი ხანი თვალს ვხუჭავდით - ლეგენდარული მწვრთნელის ისტორიული სიტყვა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი და ძალიან ღირსეული სიტყვით წარდგა.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმის გამოვლინებებს, თუმცა არაფერი იცვლება. ეს კი მე მაგიჟებს.

სწორედ ამიტომ ამოიფრქვა საპროტესტო ტალღები. თუმცა შესაბამისი ლიდერისა და პრობლემის გაანალიზების გარეშე, რეალურად მაინც არაფერი შეიცვლება.

თეთრკანიანი ამერიკელები ამ პრობლემის აღიარებისაგან მუდმივად თავს იკავებდნენ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრივილეგია იყო, შეგვეძლო ამაზე თვალის დახუჭვა. ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

დაუჯერებელია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ტრამპს
თუ ტვინი აქვს, თუნდაც ის 99%-ით საკუთარ კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული, უნდა გამოვიდეს და ისეთი რამ გააკეთოს, რაც ხალხს გააერთიანებს.

თუმცა მას ადამიანთა ერთად ყოფნა სულაც არ ადარდებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი. ის ნამდვილი გიჟია. ტრამპს ის ადარდებს, რაც მას მოუტანს სარგებელს. ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი, ვერც კარგი პიროვნება. მასზე მეტის არაფრის თქმა არ მინდა", - თქვა პოპოვიჩმა.

71 წლის ლეგენდარული სპეციალისტი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის. ის "დეზებთან" ერთად NBA-ს ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. პოპოვიჩი 3-ჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.

გრეგის სიტყვა კი იმით არის ისტორიული, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს, არცერთ თეთრკანიანს არ გაუკეთებია NBA-ს ისტორიაში, არც კალათბურთელს და მით უმეტეს, არც მწვრთნელს.

მომზადებულია The Nation-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს რა კაცია, რა გამრუდებულ სარკეში ხედავს ყველაფერს?! გიჟია რაა...! ეტყობა ამ ბოლოს ბიძია თომას ქოხი წაიკითხა და შთაბეჭდილებების ქვეშაა!!
aburjga
05 ივნისი 2020 18:17
0
ამერიკაში პოლიცია თეთრებსაც ცუდად ექცევა ხოლმე, ამ ზანგებმა ცოტა არ იყოს გა....ვეს თავზე ლჭბტ-ების არ იყოს სულ უთანასწორობა და ჩაგვრა ელანდებათ
შაკო
03 ივნისი 2020 11:53
2
მე მახსოვს ამ დიდი კაცის წაგებული ცჰემპიონობა ბოლო წამებზე როცა დანკანი გაიყვანა,ორჯერ ფარი წააგეს და 5 ქულიანი უპირატესობა გაანიავა.ზაან ბევრი ვაგინე მაშინ მაგრამ აქედან რაც გავაგონებდი
kirkita
03 ივნისი 2020 10:15
0
ეტყობა გააგონე, რადგან იმ პერიოდში ჩამოსული იყო აჯაგრული გეძებდა
შაკო
03 ივნისი 2020 14:05
1
დიდი ხანია რაც ქუჩა ლათინოამერიკელებისაა, ციხეც მაგათია, მოკლედ; ხელში აიღეს ამერიკა და თეთრებს რომ ვერ იტანენ და მზად არიან თეთრები შუაზე გაგლიჯონ, ეგეც ხომ ხელისგულზე დევს?...
მაფია იყო მათი შემაკავებელი და ისიც გაქრა, აღარ არის, მორჩა კინო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
02 ივნისი 2020 22:27
5
მაღაზიების ძარცვას, გადაწვას და ნგრევას არავითარი კავშირი არა აქვს პროტესტთან. ესეთი მაღალ კულტურის ქვეყანაში ველური სახე გამოაჩინეს "მავანმა". დიახ უსაქმურები არიან უმეტესობა, აბა საქმიანი მაღაზიებს გაძარცვავს? როგორც ვიცი ის პოლიციელი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. თბილისშიც შემოაკვდათ პოლიციელებს ახალგაზსდა, რომელიც ეუბნებოდა ცუდად ვარო. თუ არ გაუძალიანდები რატომ დაგახტება ზემოდან პოლიციელი? არ ვამართლებ პოლიციელს, მარა კითხვა მებადება.
G.LA
02 ივნისი 2020 16:16
8
იმიტომ რომ მისთვის საწამებელი ცხოველი ხარ (90 პროცენტი ასეთია)
ზვიადი
02 ივნისი 2020 19:51
7
დიდი კაცია პოპი, ძალიან დიდი!
ყოჩაღ
02 ივნისი 2020 15:40
40
პოლიტიკის ანალიზს, ჯობდა სპორტული ანალიზი, რომელიც ვერ აჩვენა საფრანგეთთან.
მართალც არ ხდება ასეთი არეულობები "ისე უბრალოდ" და "თავისთავად". ასე მარტივად შეფასებაც არ შეიძლება, ბევრი რამეა უცბობი და უხილავი. ამიტომ არ შეიძლება ასე ხელაღებით შეფასება.

თუმცა, პოლიციელის მხრიდან მხეცობა მართლა იყო...ოღონდ რამდენად ...შემთხვევითი ეს არის საკითხი.
1
02 ივნისი 2020 18:37
2
პოპის აზრი, შეგვიძლია კალათბურთის შესახებ გავიზიაროთ!
რაც შეეხება სიმართლეს, ასეთია - ყოველდღე იგივე პოლიციელებს ასი თეთრკანიანი რომ მოეკლათ, ამდენი მღელვარება არ იქნებოდა მაინც. რასიზმი მისმა მტრებმა დაიხვიეს ხელზე და ამით ცდილობენ მისი პოზიციები შეასუსტონ. მაგ ინციდენტში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალებია, რომელიც ისე არ ხდება. ძალიან დიდი თემაა, აქ წერა ამაზე არ ღირს, სპორტული საიტია მაინც.
SL
02 ივნისი 2020 16:18
5

სიახლეები პოპულარული