NBA: პლეი-ოფები ფავორიტთა ფიასკოთი გრძელდება - წააგო "ინდიანამაც" [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფის სტადია ახალგაზრდების ვარსკვლავებით დაიწყო და ფავორიტთა მარცხით გრძელდება - ორივე კონფერენციის გამარჯვებულმა პირველი მატჩები წააგო.

სერიაში პირველი შეხვედრა დათმო გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" - "მაიამი ჰიტთან" 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 101:113. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

წააგო აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა "მილოუკი ბაქსმა". ჩრდილოელები "ორლანდო მეჯიქთან" 12 ქულით დამარცხდნენ - 110:122.  იანის ანტეტოკუნმპომ 31 ქულა, 17 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის კი საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 35 ქულით, 14 მოხსნითა და 4 ასისტით.

დღის
ფავორიტებიდან მხოლოდ "ჰიუსტონ როკეტსმა" მოიგო. ჯეიმს ჰარდენის ლიდერობით, ტექსასელებმა "ოკლაჰომა" დაჯაბნეს: 123:108. "წვერამ" ვესტბრუქის არყოფნაში გუნდს 37 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა. დამარცხებულთა შორის იტალიელმა დანილო გალინარიმ 29 ქულა ჩააგდო.

დამარცხდა NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". კალიფორნიელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დამიენ ლილარდმა და "პორტლენდის" კომპანიამ აჯობა - 100:93. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა - 23 ქულა, 17 მოხსნა, 16 ასისტი. ენტონი დევისს 28 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო, რასაკვირველია, დამიენ ლილარდი იყო 34 ქულით.


დღეს, 19 აგვისტოს, "ტორონტო" "ბრუკლინს" დაუპირისპირდება, ხოლო "დენვერი" - "იუტას".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რო ვუყურებ რაღაც შოუს გავს. WWE ს მაგონებს უაზროდ დადგმულ სპექტაკლს. თან ამდენი რეკლამა ტვინის ამხდელია,გავიგე რეკლამა ფულია მაგრამ ზედმეტია. :))))
Auuuuu
20 აგვისტო 2020 04:31
0
ინდიანა ფავორიტი როდის გახდა?
ერთი დინამო იყო ფავორიტი ტირანასთან და მეორე ესენი. :D
Hmm
20 აგვისტო 2020 04:27
0
ვინ მოიგონა და დაასკვნა რომ ინდიანა ფავორიტია მაიამთან??
გუჯი
19 აგვისტო 2020 16:06
0
Sabonisi ar tamashobs, terneri 35 wutshi mxolod 9 qulas agrovebs, am dros bitadzes saertod ert wutsac rom ar atamasheben, aset gundshi darchena uazroa
Nukri
19 აგვისტო 2020 14:39
0
თუ გოგა არ ათამაშეს,წყალსაც წაუღია ინდიანა.მეტოქეს, მთელი თამაში ახლოს მისდევდნენ,მაგრამ მეოთხე პერიოდში,ბოლოსკენ,ფიზიკამ და მოთმინებამ უმტყუნათ ეტყობა.ძალიან ბევრი დაკარგვა და ბურთის ვერ გათამაშება ჰქონდათ.უკანა ხაზი ვერ ქაჩავს,ბატლერმა კი,მატჩის მიწურულს,მაგრად ითამაშა
სოსო
19 აგვისტო 2020 12:36
0

სიახლეები პოპულარული