18:12 23-09-2020
დასავლეთში იძაბება. უკვე 2-1 [VIDEO]
AutoSharing Option
"ნაგეთსი":
ნიკოლა იოკიჩი - 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 გადაცემა
ჯამალ მარეი - 28 ქულა, 8 მოხსნა, 12 გადაცემა
ჯერამი გრანტი - 26 ქულა
"ლეიკერსი":
ლებრონ ჯეიმსი - 30 ქულა, 10 მოხსნა, 11 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება
ენტონი დეივისი - 27 ქულა
სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე გუნდმა თავიანთი ჩვეული სტილისთვის უცნაურად ითამაშა. "დენვერიდან" მარეი უფრო ანაწილებდა ბურთს და იოკიჩი შემსრულებელი იყო, ვიდრე - პირიქით. "ლეიკერსმა" კი საერთოდ გაუგებარი სტრატეგია აირჩია - "სმოლ ბოლი". შესაბამისად, სისტემურად ჩაიკარგა დეივისი და მხოლოდ იმპროვიზაციით შეძლო ქულების დაგროვება, თუმცა მხოლოდ 2-ჯერ მოხსნა.
ფრენკ ვოგელმა ("ლეიკერსის" მწვრთნელი) თითქოს ექსპერიმენტი ჩაატარა, რამდენად მართებული იყო მსგავსი სქემით თამაში და, ფაქტობრივად, მთელი გუნდი იმპროვიზირებდა. ამას მოჰყვა მთლიანი ბენჩის საშინელი შედეგი და - ლებრონის სტანდარტული ინდივიდუალიზმი.
რატომ მოიგო "ნაგეთსმა"? იმიტომ, რომ იმპროვიზაცია მათთვის ჩვეული სათამაშო სტილია და ქაოტურად მოქმედ "ლეიკერსთან" ფავორიტიც კი გამოვიდა, რადგან ლოსანჯელესელთა შემადგენლობაში Role Player უფრო მეტია, ვიდრე - ინდივიდუალისტი, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული