11:00 11-01-2021
რა სჭირს "ბრუკლინს"? გუნდის მე-6 მარცხი [VIDEO]
AutoSharing Option
გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო "თანდერის" ლიდერი შაი გილოს ალექსანდერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
ჰამიდუ დიალოს ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.
ალ ჰორფორდის მონაგარი 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება იყო.
რაც შეეხება "ბრუკლინს", გამოირჩა კევინ დურანტი. კევინმა ყოფილ კლუბს 36 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 დაფარება ჩაუგდო.
კარის ლევერტის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 6 გადაცემა გახლდათ.
11 თამაშის შემდეგ "ბრუკლინს" 5 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. ამჟამად სუპერგუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "ოკლაჰომას", "თანდერი" 5 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში 8 ადგილზე იმყოფება.
სხვა თამაშის ანგარიშები:
"იუტა" - "დეტროიტი" 96:86
"ჩიკაგო" - "კლიპერსი" 127:130
"დენვერი" - "ნიუ იორკი" 114:89
"ლეიკერსი" - "ჰიუსტონი" 120:102
"სან ანტონიო" - "მინესოტა" 88:96
"ტორონტო" - "გოლდენ სტეიტი" 105:106
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საშუალო 32 ქულა მეოთხედში არ უნდა გაუშვა თუ გინდა შეხვედრის მოგება და თუ გაუშვებ შენც უნდა ჩააგდო ეს ვერ მოახერხეს
0
0
ყოჩაღ დურანტი! კალათში, ბურთის მაგიერ, ქულებს, მოხსნებს, გადაცემებს და დაფარებებს ყრის!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

