გოგამ ქულები 100%-იანი მაჩვენებლით მოიპოვა, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 იანვარს "შარლოტ ჰორნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 108:105 დასრულდა.

"ინდიანას" რიგებში 9 წუთიანი სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომელმაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. გოგას ანგარიშზე 8 ქულა (4/4) და 2 მოხსნა გახლდათ. 

რაც შეეხება "პეისერსის" საუკეთესო მოთამაშეს, ის კვლავაც დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 11 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

მალკომ ბროგდონის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

კარგი მატჩი ჩაატარა მაილის ტერნერმაც, რომელმაც გუნდს 20 ქულა,
8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. 

"შარლოტის" რიგებიდან საუკეთესო პიჯეი ვაშინგტონი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულას, 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა. 

ტერი როზიეს ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა ლამელო ბოლმა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

11 გამარჯვებითა და 8 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ "შარლოტა" ამავე კონფერენციის საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა. "ჰორნეტსის" ანგარიშზე 8 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფებიან. 

"ინდიანა" მომდევნო მატჩს 1 იანვარს "ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს. 

რაც შეეხება "შარლოტს" ისინი ხვალ, 31 იანვარს "მილუოკს" დაუპირისპირდებიან. 

altNBA. "ინდიანამ" მოიგო! გოგამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
19 წლისაა, არ დაგავიწყდეთ, მაგ ასაკში უამრავი დღევანდელი ვარსკვლავი საშუალო დონე იყო, მერე მეორე ნბა ში საკმაოდ ჭკვიანი ხალხია და არავის არ გამოეპარება გოგასნაირი ტალანტი, რომელიც ძალიან კარგი დამცველი დადგება და საოცარი რბილი მაჯა აქვს, წაიყვანს ძალიან მალე ვინმე და კარგადაც გამოიყენებს მის ნიჭს.
е
30 იანვარი 2021 22:01
2
მე მგონი უნდა განაგლდეს, ზაზასავით ვიღაცას თავი უთავაზოს კბილებში.დდ და ა.შ და ყურადღება მიიქციოს და ასე ან მეტ დროს მიიღებს ან სხვაგან გაუშვებენ და იქ მიიღებს მეტ დროს. თორემ ასე ბუნჩულასავით ბიჭს არავინ მიაქცევს ჯურადღებს, სამწუხაროთ იოკიჩის ან დონჩიჩის დონის ტალანტი არაა, რო მაგის გამო გახდეს გუნდისთვის მნშვნელოვანი.
ggg
30 იანვარი 2021 13:17
1
ეგრეა ვინმეს უნდა "ეკაჩაოს" როგორც ზაზამ გარნეტს
კობი
30 იანვარი 2021 18:10
0
ეს ჩვენი გოგა იქ გაიხსნება სადაც ლიდერობას დააკისრებენ. ინდიანაში სულ იქნება მეორეხარისხოვან როლებზე, შეცვლაზე... ასე ვერ განვითარდება. დაიკარგება! აი ხვიჩა კვარაცხელიას სიომინი და სლუცკი რომ არშეხვედროდენ და ვინმე ტოტალური ცხენბურთის ფანატიკოს მწვრთნელთან მოხვედრილიყო, ვერც ის გაიხსნებოდა. საჭიროა გუნდი შეიცვალოს. ის ნიჭით და მონაცემებით არც დონჩიჩია და არც გასოლი, ვფიქრობ აშშ-ში მას არც ერთი გუნდი ლიდერობას არ ანდობს. კალათბურთის თამაში თუ უნდა დაბრუნდეს ევროპაში და იქ მოიხვეჭოს სახელი! ფული თუ უნდა ეგერ არის კატარი, იქ ფულსაც გააკეთებს და ხელში აყვანილსაც ატარებენ!
aburjga
30 იანვარი 2021 11:35
7
არტ - უკუღმართი ხარ?! ევროპა ლიგაში ცესკს და ხიმკის გარდა სხვა გუნდები არ თამაშობენ?! ბარსელონა და რეალი, იტალიური,ბერძნული, სერბული გუნდები, მაკაბი?! ესენი რუსებია? სამარცხვინოა ამ გუნდებში თამაში?! სულ 19 წლის როგორ არის ბითაძე, ასაკი არ ემატება?! შენზე ნაკლებად მინდა თავი რომ გამოიჩინოს და იკაშკაშოს?! მაგრამ გამოცდილების (კალათბურთი მითამაშია და ჯაბარს ლუი ალსინდორი რომ ერქვა და "პტიცა" ჰაერში რომ ჩერდებოდა იმ დროიდან ვგულშემატკივრობ) გათვალისწინებით რეალურად ვხედავ ნბა-ში რა პერსპექტივაც აქვს, ამიტომ ვწერ იმას რაც დავწერე!
aburjga
31 იანვარი 2021 13:19
0
ჰო და საჩქაროდ ცეესკაში ან ხიმკიში ან სადმე ეგეთ გოიმობაში გადავიდეს არა?))) თუ რაღაც სერიოზულს გინდა მიაღწიო, თავის გამოჩენა სწორედ უმაღლეს დინეზე უნდა შესძლო. და დარწმუნებული ვარ , თუ გოგა თავს არ დაზოგავს და ხასიათის სიმტკიცესაც გამოავლენს, ენბიეიში დაიმკვიდრებს თავს. ამისთვის სულაც არაა აუცილებელი დონჩიჩი იყო.
არტ
30 იანვარი 2021 13:11
4

სიახლეები პოპულარული