ნაკლები აგრესია მეტი გუნდურობა! გოგა თამაშიდან თამაშამდე უმატებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მარტს, "სან ანტონიო სპურსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დამატებით დროში 133:139 დამარცხდა.

"პეისერსის" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 14:37 წუთი დაჰყო, რა დროშც 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დაააგროვა. როდესაც ქართველს სათამაშო დრო გაეზრდება თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ორმა დუბლის მანქანად ჩამოყალიბდება.

საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "სპურსს", კვლავაც დემარ დეროუზანი გამოირჩა, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნითა და
6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად 22 გამარჯვებითა და 26 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "სან ანტონიო" 24 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთში მე-8 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, "ჩიკაგო ბულსის" წინააღდეგ გამართავს, "სპურსი" 6 აპრილს "კლივლენდ  კავალიერსს" დაუპირისპირდება. 

altგოგამ შედეგიანობას უმატა, მისი გუნდი კი კვლავ აგებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული