ბითაძის ფენომენალური დაცვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ინდიანა პეისერსმა", რომლის ღირსებასაც 21 წლის გოგა ბითაძე იცავს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ზონაში მყოფ "მემფისს" ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს. ქართველი ცენტრისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი ამერიკული კარიერის რეკორდულად ბევრი ქულა – 14 ჩააგდო, ეს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი გახლდათ.

ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა დომანტას საბონისი. ახალგაზრდა ქართველი კი კვლავ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა, თუმცა ბოლო მატჩებში თავის გამოჩენა ბითაძეს დაუფასდა და მას სათამაშო დრო გაეზარდა. ამჯერად გოგამ 18 წუთი ითამაშა და
7 ქულა, 6 მოხსნა, ბევრისთვის საშური 5 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ინდიანელთაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. 25 მოგებითა და 27 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 აპრილს, შინ "კლიპერსთან" ელის.

GBF

alt44 ქულა და მხოლოდ 2 აცილებული ბურთი.. "ტორონტოში" ახალი ვარსკვლავი იბადება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ფრაგმენტების მიხედვით ასეთი სათაურის გამოტანა, სრული უვიცობაა.
კონსულტანტი
13 აპრილი 2021 10:06
0
გოგამ აგენტი უნდა შეიცვალოს! სანამ ინდიანაში იქნება ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს. მას სჭირდება გუნდი სადაც მინიმუმ 20 წუთი მაინც ითამაშებს სხვანაერად ისევ ცქიტიშვილის მაგვარი კარიერა ექნება და ანუ ვერ დაიმკვიდრებს თავს NBA-ში.
Niko
12 აპრილი 2021 17:22
1
რა ვიცი ამ ვიდეოს მიხედვით ლამის ყველა ბურთი ჩაუგდეს და ესაა ფენომენალური დაცვაა??
mirosan
12 აპრილი 2021 17:13
1
აუუ ეს ხალხი გამაგიჟებს რაა ! სად დაინახეთ აქ "ფენომემალური" დაცვა ?? ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს დაცვაშიი !
ზურა222
12 აპრილი 2021 13:45
6
... თამაშს ბოლომდე უყურე და ნახავ!!!
დათო
12 აპრილი 2021 17:10
1
ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.- ამ დაანგარიშებით 9 ქულა გამოდის და არა 7
gg
12 აპრილი 2021 12:24
1
მიდი გოგა, არ დანებდე.... არ დაგავიწყდეთ ვისი გორის ხარ... მოუმატე ოფლის დაღვრას...და თამამად შეუტიე...
გიორგი 50
12 აპრილი 2021 12:00
3
გუნდში ყველაზე მეტი დაფარება ჰქონდა. 10 ქულა გადაარჩინა.სარგებლიანობით 13 ჰქონდა კოეფიციენტი. , რაც მეოთხე შედეგი იყო გუნდში. ყოჩაღ მნიშვნელოვანი წევრი ხდება
ჯუჯი
12 აპრილი 2021 11:22
0
სანამ გოგა სამქულიანებში თავდაჯერებას არ დაიბრუნებს,მანამდე სულ ასე,ძირითადების დასასვენებლად გამოუშვებენ.ხომ ვიცით,რომ შეუძლია,მაგრამ ეტყობა საკმარისად აღარ მუშაობს,ამ კომპონენტზე.პერიმეტრიდან 40% სიზუსტით,ის სრულფასოვან ცენტრად გადაიქცევა და სხვების თანაბარი დრო მიეცემა.
სოსო
12 აპრილი 2021 10:37
1
3-1 ორქულიანი, ცოტა სროლებში გაუჭირდა, რაც არ იყო მისი მინუსი, მარა კაია რო ძაან ცოტას არ ესვრის და მაჯასაც გაისწორებს ისევ
რა მაფიაა?
12 აპრილი 2021 10:00
2

სიახლეები პოპულარული