მოქმედი ჩემპიონები საუკეთესო მექულესთან და მეპასესთან ვერაფერს გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 116:107 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც გუნდს 18 ქულა, ამდენივე მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ყველაზე მეტი ქულა ბრედლი ბილმა დააგროვა, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ენტონი დევისმა 26 ქულა 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ვიზარდსი" 28 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.
კალიფორნიელები 36 გამარჯვებითა და 26 მარცხით დასავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 1-ელ აპრილს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ლეიკერსი" იმავე რიცხვში "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული