დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" 107:99 დაამარცხა. ლუკა დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა, სლოვენიელმა 35 წუთში 19 ქულა, 15 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა შეასრულა. ლუკამ "ანგელოზების" რიგებში სამმაგი დუბლი პირველად შეასრულა.

"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 27 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

"დალასიდან" საუკეთესო კაირი ირვინგი გახდა, უკანახაზელმა საკუთარ გუნდს 40 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 35 მოგებითა და 21
წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"დალასი" 31 გამარჯვებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, "ტეხასელები" 28 თებერვალს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული