"ვიზარდსის" რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. "კუ ნინძას" ანგარიშზე 21 ქულა, 12 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ. შეგახსენებთ, გასულ ტურში რასელმა ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის 181 სამმაგი დუბლი გააუმჯობესა და საკუთარ მოედანზე საპატიო დახვედრაც მოუწყვეს.
რაც შეეხება "კლივლენდს", კოლინ სექსტონი გამოირჩა, რომელმაც თავი 26 ქულით, 1 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "ვაშინგტონი" 33 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, "კავალიერსი" 22 გამარჯვებითა და 49 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-13 ადგილს იკავებს.
დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ, "კავალიერსი" 17 მაისს "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
უესტბრუქის ზღაპრული საღამო და ისტორიული რეკორდის დამხობა [VIDEO]