"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" 123:109 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 38 ქულით, 1 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა აქტივში 25 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

"კლიპერსის" შემადგენლობიდან კავაი ლეონარდმა გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 31 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

როგორც
უკვე გითხარით, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მომდევნო 2 შეხვედრა ლოსანჯელესური გუნდის მოედანზე 21 (06:30) და 22 (23:30) აპრილს გაიმართება.

სხვა მატჩები:

"ბოსტონ სელტიკსი" - "ატლანტა ჰოუქსი" - 119:106 (სერიაში ანგარიშია 2:0)

"კლივლენდ კავალიერსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" - 107:90 (სერიაში ანგარიშია 1:1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული