ტეიტუმის 50 ქულა! დედაქალაქელები პლეი-ოფისთვის "ინდიანას" დაუპირისპირდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 მაისს, "ბოსტონ სელტიკსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 118:100 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. 

კემბა უოლკერმა თავი 29 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "ვიზარდსს", ბრედლი ბილმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. 

ამრიგად, "სელტიკსი" პლეი-ოფში გავიდა, პირველი რაუნდის 1-ელ დაპირისპირებას კი 22 მაისს, "ბრუკლინ ნეტსის"
წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხებათ დედაქალაქელებს, "ვაშინგტონი" 20 მაისს "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება, მათში გამარჯვებული კი "ფილადელფიას" შეხვდება. 

შეგახსენებთ, "პეისერსმა" დღეს, 19 მაისს, "ჰორნეტსი" 144:117 დაამარცხა.

altბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი და პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ინში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული