დიდი სენსაცია! დიდი გამარჯვებითა და მოულოდნელობით დაწყებული პლეი-ოფი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ NBA-ს პლეი-ოფის პირველი შეხვედრები დასრულდა.

"ფილადელფიამ" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 125:118 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტობიას ჰარისი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯოელ ემბიდმა 30 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ვიზარდსს", ბრედლი ბილმა გუნდს 33 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 16 ქულა, 5 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.


მოქმედ ჩემპიონებს "ფინიქს სანსმა" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 99:90 დასრულდა.

"სანსის" რიგებიდან საუკეთესო პლეი-ოფის დებიუტანტი დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დეანდრე ეიტონმა 21 ქულა, 16 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

ენტონი დევისმა გუნდს 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.


დაძაბული დაპირისპირება გაიმართა "მედისონ სქუერ გარდენში", სადაც ადგილობრივმა "ნიუ იორკ ნიქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 107:105 დასრულდა.

"ნიქსის" რიგებიდან საუკეთესო ალექს ბურკსი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დერიკ როუზმა 17 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 32 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბოგდან ბოგდანოვიჩმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.


ბოლო შეხვედრა "იუტა ჯაზსა" და "მემფის გრიზლს" შორის გაიმართა. ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა პლეი-ინიდან გადმოსულ გუნდს უმასპინძლა და მოულოდნელად 109:112 დამარცხდა.

"ჯაზის" რიგებიდან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მაიკლ კონლის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "გრიზლს", დილონ ბრუკსმა გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება შესძინა.

"საუკეთესო ახალგაზრდის" ტიტულის მქონე ჯა მორანტმა თავი 26 ქულით, 4 მოხსნით, 4-იც შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
"მემფის გრიზლის" - "გრიზლის" არ იკვეცება, არასწორია "გრიზლს".
თენგო
24 მაისი 2021 13:10
2
კალათბურთში ცენტრებისა და მაღლების დომინაცია სუსტდება , რაც ნეიტრალურ გულშემატკივარს , არ შეიძლება არ მოგწონდეს . მე პირადად , ასეთი მოძრავი გამთამაშებლები , თითქმის ყველა გუნდში , დიდი ხანია არ მახსოვს . სამწუხაროა , რომ მიჩელისა და მიურეის გარეშე მიდის პლეიოფები , კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა თამაშები . ლეიკერს რაც შეეხება , სანამ გამთამაშებელი არ ეყოლება , არც იოცნებონ ჩემპიონობაზე . ჯობდა დაემატებინათ , როუზი , მაგ პრობლემასაც მოხსნიდა და დამსახურებულად ბეჭედსაც გაიკეთებდა , საცოდავობაა , როუზი ბეჭდის გარეშე გავიდეს პენსიაზე .
ATP 16
24 მაისი 2021 11:00
5
საინტერესო კომენტარია. მეც გამოვთქვამდი ჩემს აზრს. 90 იანებში შეძლებისდაგვარად ვუყურებდი თამაშებს. შედეგიანობა ბევრად დაბალი იყო. თამაშის ტემპიც. უხეშობა მეტი. 3იანების პროცენტულობა შედარებით დაბალი. ჯამში, ჩემთვის, თამაში უფრო საინტერესო იყო. იყვნენ ცენტრალური ფორვარდები ჰაკიმა/პატრიკა/დევიდ რობინსონი/ალონზო მორნინგი/მოგვიანებით შაკილა...(ეჰ რა დრო იყო)...ყველას ვისაც ამათი თამაში ნანახი აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ ძაან მაგარი იყო მათი თამაშის ყურება. ყველას თავისებური პეწი ქონდა. მერე მოვიდა დირკი და აღმოჩნდა, რომ სამიანების სროლა 2.10 ზე მაღალ ტიპებსაც შეუძლიათ. ამოიწია ზევით, რკალისკენ, დაცვამ. მოხსნეს ე.წ. ჰენდ ჩექი ბოსებმა, რომ გაეხადათ უფრო დინამიური თამაში. დინამიური გახდა, ბაზარი არაა. მაგრამ რაღაც შინაარსი, ეშხი და თითქოს სიყვარულიც დაკარგა კალათბურთმა.
სანდრო
24 მაისი 2021 18:05
1

სიახლეები პოპულარული