გოგა ძირითად ხუთეულში დაბრუნდა და კარგი მატჩიც ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 117:108 დაამარცხა.

ტრავმის გამო ვენდელ კარტერმა შეხვედრა გამოტოვა, "მეჯიქის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე კი ძირითად ხუთეულში დაბრუნდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა მოედანზე 30:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ნიქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯულიუს რენდლიმ 38 ქულა, 12 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

ამრიგად, "მეჯიქი" 19 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 1 იანვარს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკ ნიქსი" 17 გამარჯვებით და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ტიბოდოს გაწვრთნილი გუნდი 31 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს,თავის სარგებლიანობას.ძირითადი ცენტრი ტრავმიანობს და მწვრთნელი ცდილობს,ის ფორმაში ჩააყენოს,მაგრამ თუ ასე გაგრძელდა,ის აუცილებლად დაფიქრდება,ვინ უნდა იყოს,ძირითადი.მთავარია გოგამ თამასა დაბლა არ დასწიოს და კიდევ უფრო მომატებას მიაღწიოს.ნდობის ზრდასთან ერთად,მისი შედეგიანობაც გაიზრდება.
სოსო
12:55 30-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული