ემოციური ვიდეო - კობის მეუღლემ ქმრის გარდაცვალება ინტერნეტით გაიგო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის 26 იანვარს კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი საკუთარ ქალიშვილთან, ჯიანასთან ერთად, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა...

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ვანესა ბრაიანტმა მეუღლისა და შვილის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო... ვანესამ სასამართლოში სარჩელი ლოს-ანჯელესის ოლქის წინააღმდეგ შეიტანა და ამტკიცებდა, რომ 2020 წლის იანვარში კობისა და ჯიანას ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას გადაღებული ფოტოებით ძლიერი ემოციური შოკი მიიღო...

ალბათ, ყველას ემახსოვრება, თუ რა ხდებოდა გასული წლის 26 იანვარს ლოს-ანჯელესში... სპორტსმენისთვის პატივის მისაგებად საჯარო პანაშვიდზე ნაკადი არ წყდებო
და. გულშემატკივრები მოდიოდნენ ყვავილებით, მაისურებითა და კალათბურთის ბურთებით... მათ თვალზე კი ცრემლი არ ჩერდებოდა...

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებული "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" გახდა. მისმა მეგობარმა, მუდმივმა კონკურენტმა და უბრალოდ დიდებულმა ლებრონ ჯეიმსმა, კობის გარდაცვალების შემდეგ "ყვითლების" შემადგენლობაში ბეჭედი მოიგო, რის შემდეგაც, ალბათ ყველასთვის მარტივი მისახვედრია, თუ ვის მიუძღვნა ეს გამარჯვება. იყო ემოციები, სიხარული და მონატრება, თუმცა მათ კალათბურთის სიყვარული აერთიანებდათ და ამ სიყვარულში ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა "მეფემ" "მამბას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული