ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "იუტა ჯაზი" "ატლანტა ჰოუქსს" ესტუმრა და 116:98 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახდა, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მასპინძელთა მხრიდან კი ტრეი იანგი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
"იუტას" 7 მოგება და 1 მარცხი აქვს, რითაც ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ატლანტამ" 9 დაპირისპირებიდან 4 მოიგო, შემდეგ მატჩს კი იმავე 7 ნოემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.