ქართველების დღე NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველების გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს.

"ინდიანა პეისერსი" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" ესტუმრა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 110:106 დასრულდა.

გოგამ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 4 ქულითა და 1 მოხსნით გამოიჩინა.

ჩვენებურის ასეთი ლიმიტირებული დრო მაილის ტერნერის კარგი თამაშის დამსახურებაა... ამერიკელმა ცენტრმა 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო სიჯეი მაკალუმი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსს" 3 მოგება და 7 მარცხი აქვს, მომდევნო
შეხვედრას კი 8 ნოემბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"პორტლენდს" მოგება წაგების ბალანსი 4/5-თან აქვს, მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"მილუოკი ბაქსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 113:98 დასრულდა.

მოგეხსენებათ, "ირმების" შემადგენლობიდან სანდრო სათამაშოდ G ლიგაში გაუშვეს, თუმცა მთავარ გუნდში ლიმიტირებული დრო მაინც ეძლეოდა, დღეს ქართველი მოედანზე არ გამოჩენილა.

მოქმედი ჩემპიონების რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან ჯულიუს რენდლი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

მშვენივრად იასპარეზა დერიკ როუზმაც, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, სეზონის სტარტზე "ბაქსს" 4 მოგება და 5 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღდეგ გამართავს.

შედარებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "ნიქსს", ნიუ იორკელებს 9 თამაშის შემდეგ 6 მოგება დაუგროვდათ, მომდევნო მატჩს კი იმავე 8 ნოემბერს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უნდა ამ მწვრთნელს? არასრულ 4 წუთში 4 ქულა გააკეთა, წინა თამაშში 10 წუთში 8 ქულა გააკეთა. თითო წუთში თითო ქულა, მეტი რა ქნას. ტერნერმა 31 წუთი ითამაშა და 16 ქულა. ანუ მიცემული დრო გოგამ უკეთ გამოიყენა. იდიოტია ეს კარლაილი, მიეცი ცოტა მეტი დრო და იქნებ მეტი ქნას გოგამ. წადი გოგა მაქედან დროზე, თორემ ბურთის კენწვლასაც დაგავიწყებენ.
თენგაბი
15:22 06-11-2021
1
ქართველების დღე? მაგარი სათაურია
ნიმბუსი
14:31 06-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული