ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 114:106 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 15 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
მოედანს დაუბრუნდა ტალენ ჰურტონ ტაკერიც, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "სპურსს", ტეხასელების მხრიდან საუკეთესო დეჟანტე მარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
კელდონ ჯონსონმა
აქტივში 24 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 8 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიო" 4 გამარჯვებითა და 9 წაგებით იმავე დასავლეთში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 17 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.
"ბრუკლინ ნეტსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 120:96 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც თავი 33 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა პატი მილსმაც, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ავსტრალიელმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან ნასროლი 12 სამქულიანიდან 9 ზუსტად მოათავსა.
"თანდერის" რიგებიდან შაი გილოს ალექსანდერმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ლუგენტზს დორტმა აქტივში 20 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ნეტსი" 10 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 17 ნოემბერს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ოკლაჰომა" 5 გამარჯვებითა და 7 წაგებით დასავლეთში მე-10 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი ხვალ, 16 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ გამართავს.