ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 117:108 დაამარცხა.
იანის ანტეტოკუმპომ მორიგი ზღაპრული შეხვედრა გამართა, ბერძენმა თავი 32 ქულით, 20 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ორგზის საუკეთესო მოთამაშეს მხარი ბობი პორტისმა აუბა, რომელმაც 24 ქულა, 15 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "ორლანდოს", არ ჯეი ჰამპტონმა გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, ლიგის მოქმედი ჩემპიონები 9 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-9 ადგილს იკავებენ. "მეჯიქი" 4 გამარჯვებითა და 13 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-15 ადგილზე იმყოფება.
23 ნოემბერს ეს გუნდები კვლავაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
"ატლანტა ჰაუქსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 115:105 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კლინტ კაპელა გახლდათ, რომელმაც აქტივში 20 ქულა, 15 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.
ტრეი იანგმა გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
სტუმართა მხრიდან მაილის ბრიჯისმა თავი 35 ქულით, 10 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ლამელო ბოლმა 15 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ჰაუქსი" 8 გამარჯვებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 23 ნოემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ჰორნეტსი" 10 მოგებითა და 8 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (23 ნოემბერს) "ვაშინგტონ ვიზარდს" შეხვდება.