ტეიტუმმა ზღაპრულად დაიწყო, თუმცა კალიფორნიელმა ვარსკვლავებმა 71 ქულით უპასუხეს [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

დღის ცენტრალური მატჩი ლოს-ანჯელესში, "ლეიკერსსა" და "ბოსტონ სელტიკსს" შორის გაიმართა. მასპინძლებმა დაპირისპირება 117:102 მოიგეს.

საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ენტონი დევისმა გუნდს 17 ქულა, 16 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. კომბინირებულად ხსენებულმა კალათბურთელებმა 71 ქულა ჩააგდეს.

რაც შეეხება "ბოსტონს", "კელტების" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა მშვენიერი მატჩი
გამართა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა აქტივში 34 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ "სელტიკსის" პირველი 14 ქულა სწორედ ჯეისონის ანგარიშზე გახლდათ.

ამრიგად, "ლეიკერსი" 13 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს "ბოსტონსაც" (13 მოგება და 12 წაგება), რითაც აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 9 დეკემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.


"ბრუკლინ ნეტსი" "დალას მავერიკსს" ესტუმრა და 102:99 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 9 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "დალასს", ლუკა დონჩიჩმა გუნდს 28 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ნეტსი" 17 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მავერიკსი" 11 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-7 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 9 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" პირისპირ გამართავს.


"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 121:109 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო დერიკ უაითი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დეჟანტე მარიმ გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "ნიქსს", არ ჯეი ბარეტმა თავი 32 ქულით (7/8 სამქულიანი), 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 2-იც ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "სპურსი" 8 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკი" 12 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 9 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კალათბურთელი საბონისია თუ ძმა ხარ. ის გუნდი, სადაც საბონისი ლიდერია, ვერასოდეს უკეთეს შედეგს ვერ დადებს. თუ ერთი მაინც მეგავარსკვლავი არა გყავს გუნდში, სულ მაჩანჩალა იქნები. კი ბატონო, კარგი კალათბურთელია საბონისი, მაგრამ სუპერი ნაღდად არაა, რა დონის ლიდერიცა ჰყავს ინდიანას, ზუსტად იმ ადგილს იკავებს კლუბი.
0
ბიტაძის გუნდში მოსალოდნელია ცვლილებები. 2-3 წამყვან მოთამაშეს გაუშვებენ. შეიძლება მწვრთნელიც გაუშვან.
ქ. გ.
12:01 08-12-2021
0

სიახლეები პოპულარული