ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
დღის ცენტრალური მატჩი ლოს-ანჯელესში, "ლეიკერსსა" და "ბოსტონ სელტიკსს" შორის გაიმართა. მასპინძლებმა დაპირისპირება 117:102 მოიგეს.
საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ენტონი დევისმა გუნდს 17 ქულა, 16 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. კომბინირებულად ხსენებულმა კალათბურთელებმა 71 ქულა ჩააგდეს.
რაც შეეხება "ბოსტონს", "კელტების" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა მშვენიერი მატჩი
გამართა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა აქტივში 34 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ "სელტიკსის" პირველი 14 ქულა სწორედ ჯეისონის ანგარიშზე გახლდათ.
ამრიგად, "ლეიკერსი" 13 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს "ბოსტონსაც" (13 მოგება და 12 წაგება), რითაც აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 9 დეკემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.
"ბრუკლინ ნეტსი" "დალას მავერიკსს" ესტუმრა და 102:99 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 9 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კევინ დურანტმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "დალასს", ლუკა დონჩიჩმა გუნდს 28 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ნეტსი" 17 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"მავერიკსი" 11 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-7 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 9 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" პირისპირ გამართავს.
"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 121:109 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო დერიკ უაითი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
დეჟანტე მარიმ გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება "ნიქსს", არ ჯეი ბარეტმა თავი 32 ქულით (7/8 სამქულიანი), 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 2-იც ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "სპურსი" 8 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ იორკი" 12 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 9 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" პირისპირ ჩაატარებს.