25 დეკემბერს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საშობაო შეხვედრები გაიმართა.
"ბრუკლინ ნეტსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 122:115 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა თავი 39 ქულით, 9 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კარგი შეხვედრა გამართა მალიკ მონკმაც, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "ნეტსს", ჯეიმს ჰარდენმა 36 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
პატი მილსმა აქტივში 34 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი
გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ასე და ამგვარად "ლეიკერსმა" ბოლო 5 შეხვედრიდან 5-ივე წააგო, 16 მოგებითა და 18 მარცხით კი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ბრუკლინს" 22 გამარჯვება და 9 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთს სათავეში უდგას, მომდევნო შეხვედრას კი 28 დეკემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ ჩაატარებს.
"ფინიქს სანსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 116:107 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
დეანდრე ეიტონმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.
"უორიორსის" მხრიდან სტეფ კარიმ გუნდს 33 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ბოლო, გადამწყვეტ წუთებში აფეთქდა ოტო პორტერ ჯუნიორი ("გოლდენ სტეიტის" ბოლო 12 ქულიდან 10 ოტოს ეკუთვნის), რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში აქტივში 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ოქროს შტატელები" 27 გამარჯვებითა და 6 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებენ, მომდევნო შეხვედრას კი 29 დეკემბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"სანსი" 26 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 28 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" პირისპირ ჩაატარებს.
"მილუოკი ბაქსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 117:113 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "კელტები" მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ (19 ქულითაც კი იყვნენ წინ), თუმცა იანის ანტეტოკუმპოს ლიდერობით "ირმებმა" დიდი სხვაობის დაქაჩვა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხეს.
"ბაქსის" შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუმპო მოედანს 36 ქულით, 12 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემია და 2 დაფარებით დაუბრუნდა.
ჯრუ ჰოლიდეიმ და კრის მიდლტონმა თანაბარი 17-17 ქულა დააგროვეს.
"ბოსტონის" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს ჯამში 50 ქულა (25-25) შესძინეს, ლიდერების დუეტს მხარი მარკუს სმარტმა აუბა, რომელმაც თავი 19 ქულით, 2 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "მილუოკი" 22 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენცაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 დეკემბერს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ გამართავს.
"სელტიკსი" 16 გამარჯვებითა და 17 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 28 დეკემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
სხვა შეხვედრები:
"ნიუ იორკ ნიქსი" - "ატლანტა ჰაუქსი" - 101:87
"იუტა ჯაზი" - "დალას მავერიკსი" - 120:116