ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"დალას მავერიკსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 111:101 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 26 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.
ფინი სმიტმა თავი 24 ქულით (8/12 სამქულიანი), 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
"სანსის" მხრიდან დევინ ბუკერმა 35 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო შეხვედრა ფენიქსში 11 მაისს ჩატარდება.
სხვა მატჩი:
"ფილადელფია" - "მაიამი ჰიტი" - 116:108 (სერიაში ანგარიში 2:2)