"ბოსტონმა" "მაიამის" გადაუარა! "კელტებმა" ფლორიდიდან 1 მატჩი წამოიღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-2 შეხვედრა გაიმართა.

"ბოსტონ სელტიკსი" "მაიამი ჰიტს" მეორედ ესტუმრა და 25-ქულიანი უპირატესობით, 127:102 დაამარცხა. მანამ, სანამ მიმოხილვას დავიწყებთ, გეტყვით იმას, რომ სტუმრებს ალ ჰოლფორდი და მარკუს სმარტი დაუბრუნდნენ. მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში იმე უდოკას 2 გამორჩეული დამცველი არ ჰყავდა.

ფლორიდელების მხრიდან ჯიმი ბატლერმა 29 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გეიბ ვინსენტმა 14 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი
გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა თანაბარი, 24-24 ქულა მიითვალეს. აღსანიშნავია სმარტის 12 შედეგიანი გადაცემაც.

ამრიგად, "სელტიკსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო 2 მატჩი 22 და 24 მაისს, ბოსტონში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული