"მათ გუნდს სისუსტე არ გააჩნია..." - კარი სუპერფინალის წინ მეტოქეს აფასებს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ლიდერმა სტეფ კარიმ NBA-ს სუპერფინალის წინ ემოციებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "ოქროსშტატელები" აღმოსავლეთის ტრიუმფატორ "ბოსტონს" დაუპირისპირდებიან.

"სელტიკსის" ბიჭები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. მათ გუნდს სისუსტე არ გააჩნია. მოგვწონს დაპირისპირება. ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემ.

"კელტების" ლიდერები ტეიტუმი და ბრაუნი არიან, ჰყავთ წლის საუკეთესო დამცველი მარკუს სმარტი და უდიდესი გამოცდილების ალ ჰორფორდი. ისინი ფინალს პირველად ითამაშებენ და ლოგიკურია, ძალიან მოტივირებულები იქნებიან, მაგრამ ჩვენც ასე ვართ", - განაცხადა კარიმ.

ფინალების პირველი შეხვედრა 3 ივნისს, თბილისის
დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.

საინტერესოა ორივე გუნდის მიერ გავლილი გზაც. სანფრანცისკოელებმა დასავლეთის ჩემპიონობის გზაზე "დენვერ ნაგეტსი" (4:1), "მემფის გრიზლი" (4:2) და "დალას მავერიკსი" (4:1) დაამარცხეს.

"ბოსტონის" გზა გაცილებით რთული იყო, მასაჩუსეტსელებმა "ბრუკლინ ნეტსის" (4:0), "მილუოკი ბაქსისა" (4:3) და "მაიამი ჰიტის" (4:3) ბარიერი გადალახეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს გოლდენის გუნდური თამაშის ზეიმი არის. რა ლაღები არიან... თუ კარის არ წაუვა თამაში (რაც იშვიათია) კლეი ტომპსონი თამაშობს. თუ არა პულს მისდის. ვიგინსი? გრინი? ნამდვილად ღირსია კარიერის ბოლოს ორივე ჯადოქარი მოიგოს თასი. და რა თქმა უნდა სტივ კერი, საოცარი მწვრთნელი საოცარი კალათბურთელებით.
გიგა
31 მაისი 2022 13:54
0
ჯიგარი ხარ, აბა რაა! არ დაგავიწყდეთ, რომ ზაზაც მანდ მუშაობს, ეგეც მოტივაციაა ქართველებისთვის.
31 მაისი 2022 16:01
0

სიახლეები პოპულარული