"შარლოტ ჰორნეტსის" კალათბურთელი მაილის ბრიჯისი ოთხშაბათს ლოს-ანჯელესში დააკავეს.
როგორც TMZ-ი იტყობინება, 24 წლის სპორტსმენს ბრალად ოჯახური ძალადობა ედება.
კალათბურთელი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მოგვიანებით გირაოს (130 000 აშშ დოლარი) სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრიჯისის სასამართლო 20 ივლისსაა ჩანიშნული, მანამდე კი კარიერაში ახალი გამოწვევების წინაშეა. მოგეხსენებათ, "ჰორნეტსის" ერთ-ერთი ლიდერი 1-ელი ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება და მაქსიმალურ კონტრაქტს ითხოვს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით