ლებრონის 30 ქულა, უესტბრუქის სამმაგი - "ლეიკერსმა" "დენვერს" მაგარი მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "დენვერ ნაგეტს" უმასპინძლა და 126:108 დაამარცხა.

ლებრონ ჯეიმსმა თავი 30 ქულით (13/20), 9 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა სათადარიგო სკამიდან 15 ქულა, 11 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ენტონი დევისმა მატჩის მსვლელობისას მიკრო ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა (17:27 წუთი 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება), რის გამოც ტომას ბრაიანტი დაიტვირთა და გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა (4
მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

"ნაგეტსის" შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა, მოქმედმა საუკეთესო კალათბურთელმა 25 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

ჯამალ მარიმ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 12 გამარჯვებითა და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 19 დეკემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსთან" ჩაატარებს.

"დენვერი" 17 მოგებითა და 11 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული