მამუკელაშვილის 2 და იანისის 50 ქულა - "მილუოკიმ" "პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 135:110 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 2:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 2 ქულით (1/1) გამოიჩინა.

იანის ანტეტოკუნმპომ 50 ქულა (20/26), 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სტუმართა მხრიდან ხოსე ალვარადომ 18 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "მილუოკი" 33 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.

"პელიკანსი" 26 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთში
მე-8 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ თებერვალს კი "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად უთამაშია სანდროს
რეალობა
13:10 30-01-2023
2

სიახლეები პოპულარული