"ლეიკერსმა" "ბრუკლინი" დაამარცხა - ენტონი დევისის სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 116:103 დაამარცხა.

ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში გუნდს ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც თავი 37 ქულით (15/25), 18 მოხსნითა (10 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ლუნი უოლკერმა 25 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

რასელ უესტბრუქმა აქტივში 14 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან კევინ დურანტმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 3 მოგებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
ბოლოსწინა, მე-14 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას 19 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ნეტსი" 6 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული