ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფიამ" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 105:98 დაამარცხა.
ჯოელ ემბიდმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა, ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა გუნდს 59 ქულა (19/28, 20/24 საჯარიმო ხაზიდან), 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 7 დაფარება შესძინა. ჯოელი ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში 55 ქულაზე და 5 დაფარებაზე მეტი დააგროვა.
სტუმართა შემადგენლობიდან მალიკ ბისლიმ 18, კოლინ სექსტონმა და ლაური მარკანენმა კი 15-15 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "ფილადელფია" 7 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს,
19 ნოემბერს კი "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.
"იუტა" 10 გამარჯვებითა და 5 წაგებით დასავლეთში მე-4 პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.