'საკრამენტომ" იანისი ვერ შეაჩერა - ბერძნის მაგარი მატჩი და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 133:124 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 46 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

კრის მიდლტონმა 31 ქულა, 3 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ბრუკ ლოპესმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

კალიფორნიელების მხრიდან დეარონ ფოქსმა თავი 35 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კევინ უერტერმა 28 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დომანტას საბონისმა აქტივში 23 ქულა, 17 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "ბაქსი" 49 მოგებითა და 19 მარცხით ლიგაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. შემდეგ შეხვედრას 15 მარტს, "ფინიქს სანსთან" გამართავს.

"საკრამენტო" 40 გამარჯვებითა და 27 წაგებით დასავლეთში მე-3 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 16 მარტს, "ჩიკაგო ბულზთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული